ადამიანები, რომლებიც ერთ მოფერებაში – ათს მიბრუნებდნენ, ერთ სიყვარულში – ასს- რას წერს ბესო ჩუბინიძე სტამბოლში მისი ახალი წიგნის პრეზენტაციის შემდეგ

361

სულ ახლახანს თურქეთის დედაქალაქში ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის ,,უკან მომავალში” პრეზენტაცია შედგა. რის შემდეგაც წიგნის ავტორმა ემიგრანტების მისამართით ემოციური წერილი გამოაქვეყნა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,, არ გამიჭირდება იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც დღეს სტამბულში, ქართველ ემიგრანტებთან ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაციის დროს დამეუფლა , ადამიანები, რომლებიც ერთ მოფერებაში – ათს მიბრუნებდნენ, ერთ სიყვარულში – ასს, ერთ იმედიან სიტყვაში – მთელს ეპოქას და აწმყოს, ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა ვუთხრათ, რომ დიახ, ისინი არიან დღეს საქართველოს ეკონომიკის მარჩენალნი და არავინ სხვა!

მადლობა ჩემო ქართველებო ამ სიყვარულის გამოხატვისთვის, მადლობა ჩემი წიგნებოს წაკითხვისა და მოწონებისთვის, მადლობა უბოროტობისთვის, მადლობა, რომ სწორად გესმით ჩემი ყველა სიტყვა, წინადადება და აზრი… და კიდევ ერთხელ გეტყვით: – არ შეშინდეთ! საქართველოს ისე მოულოდნელად ნახავთ და იგრძნობთ გამარჯვებულს და გაძლიერებულს, რომ თქვენც კი სასიამოვნოდ გაკვირვებულბი დარჩებით უბრალოდ, ბრძოლას ნუ შეწყვეტთ, – ეს დაიჯერეთ და ნახავთ.

სათითაოდ გიხდით მადლობას ყველას ვინც ამ ემოციურ, იმედიან და პოზიტიურ შეხვედრას დაესწარით სტამბულში  მაგრები ხართ ჩემო ქართველებო, ყველაზე მაგრები და ძვირფასი მეომრები, შვილების მომავლის ბედნიერებისთვის ომში.
ბაბის კი, ყველაზე დიდი მადლობა, რომ… გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც ეს ღირსეულ, წიგნის მოყვწრულ ქართველებს შეჰფერით გიოს კი, ჩემს პატარა მეგობარს კაცური მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, ჩემი კაცური სალამი !” – წერს წიგნის ავტორი.

შეგახსენებტ რომ ბესო ჩუბინიძის ახალი წიგნის შემდგომი პრეზენტაცია 23 დეკემბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენშია დაგეგმილი.