ავთანდილ გიუნაშვილის შეფასებით სახელმწიფო სტრუქტურების,არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებისადმი ემიგრანტების უნდობლობას მათივე ნაბიჯები განაპირობებს

217

ქართული დიასპორის და მიგრაციის საკითხების ექსპერტის ავთანდილ გიუნაშვილის შეფასებით სახელმწიფო სტრუქტურების,არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებისადმი ემიგრანტების უნდობლობას მათივე ნაბიჯები განაპირობებს. მისი განცხადებით:,,საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ემიგრანტებს უამრავი ყოფითი და სოციალური პრობლემის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ერთ ადამიანურ სენსიტივამდე დადის და ეს არის – თანაგანცდა, გაზიარება მათი მდგომარეობის – იყვნენ რეალურად მათდამი სოლიდარულები !
სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ზოგიერთი ხელმძღვანელი პირები დღემდე სამწუხაროდ ვერ ახერხებენ განიცადონ და გაიზიარონ ემიგრანტების მდგომარეობა გახდნენ მათდამი სოლიდარულები! 
ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები დღემდე სწორედ ამიტომ რჩებიან სახელმწიფო სტრუქტურების თუ სხვა არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და დღითიდღე ამიტომ კარგავენ ისინი ემიგრანტები ნდობას, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც უმწვავეს პრობლემად იქცა და ხელს უშლის საზოგადოებრივ ერთობას , რომელიც მისი უწმიდესობის და უნეტარესობის სრ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ 2017 წელს დიასპორის ფორუმზე გენიალურად რამდენიმე სიტყვაში ჩამოყალიბდა :,,იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში”
ჩვენ უნდა შევძლოთ და ყველა ის ვისაც ევალება საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა, ისე რომ ემიგრანტებმა არ იგრძნონ თავი მიტოვებულებად და გარიყულებად არამედ იმ ერთობის ღირსეულ წევრებად,რომელსაც სამშობლო ქვია და ვასწავლოთ მათ სოლიდარობა , საკუთარი თანემემამულეების მიმართ ვინაიდან ამაზე დიდი ფასეულობა არც ერთ ქვეყანას და არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს ! – წერს ავთანდი გიუნაშვილი საკუთარ ოფიციალურ ფეისბქ გვერდზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილში.