ავთანდილ გიუნაშვილი მიიჩნევს რომ ქართული ოცნების არა დაშლის და მით უფრო ხელოვნური გაყოფის პროცესი არამედ დაანონსებული ე.წ. ,,წმენდა” რეალურ ქმედით ფაზაში გადავიდა

408

 ქართული ოცნების მომხრე ემიგრანტებმა ვფიქრობ კარგად უნდა გაიხსენონ რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თავად მათი მხარდაჭერის უპირობო ლიდერმა მათივე , გზავნილის საპასუხოდ პირდაპირ განაცხადა რომ დაიწყებოდა პარტიის განახლება და ახალი ეფექტური მმართველობისკენ გადაიდგმებოდა ნაბიჯები – ამის შესახებ ავთანდილ გიუნაშვილმა საკუთარ განცხადებაში განაცხადა.

მის მიერ ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად ის ემიგრანტებში ახლადგამოწვეულ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს რომ : ბოლო რამდენიმე დღეა ემიგრანტებიდან არაერთი პატრიოტული განწყობის და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში ახალი მოლოდინების მქონე ,,ქართული ოცნების ” მხარდამჭერი მიმდინარე პილიტიკური ცვლილებების და მოვლენების ფონზე როგორც ჩანს და იკვეთება ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვლი ბესელიას ხელმძღვანელობით ქმნის ახალ ოპოზიციურ ფლანგს და აშ.
ჩემი დაკვირვებით კი ცალსახად მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო მათი მხრიდან , ვინაიდან ქართული ოცნების მომხრე ემიგრანტებმა ვფიქრობ კარგად უნდა გაიხსენონ რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თავად მათი მხარდაჭერის უპირობო ლიდერმა მათივე , გზავნილის საპასუხოდ პირდაპირ განაცხადა რომ დაიწყებოდა პარტიის განახლება და ახალი ეფექტური მმართველობისკენ გადაიდგმებოდა ნაბიჯები. 
მარტივი ანალიზითაც კი ცხადია რომ ქართული ოცნების არა დაშლის და მით უფრო ხელოვნური გაყოფის პროცესი არამედ დაანონსებული ე.წ. ,,წმენდა” რეალურ ქმედით ფაზაში გადავიდა, რისი მიზანიც ამ პარტიის დისკრედიტირებული ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მმართველი ძალის ქმედითი პოლიტიკისგან განრიდებაა , ვინაიდან მათმა.,,ლიდერობამ” მოიტანა ის შედეგები რაც გამოჩნდა 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში. ეს კი როგორც ჩანს მიუღებელი აღმოჩნდა თავად მათთვის. ცალსახად და მარტივად ჩანს რომ ბესელიამ და მისმა ფლანგმა პოლიტიკური პროცესიდან განრიდებაზე უარი განაცხადეს. ამიტომაც ეს არ არის ხელოვნური ოპოზიციური ფლანგის შექმნა – ეს მათივე ინიციატივაა და თუ ვინმეს არ უნდა დაინახოს ბესელიას და მისი მომხრეების მხრიდან პოლიტიკირი დარტყმის მთავარი ობიექტები ოცნების ამჟამინდელი მმართველი პირები რომ არიან და არა თავად ყოფილი ხელისუფლების მხრიდან დაკომპლექტებული ოპოზიცია – ალბათ პოლიტიკურ სიბეცესთან ან ანალიზის არქონასთან გვაქვს საქმე .
ფაქტია ბესელია ოპოზიციაში წავიდა უპირველესად ქართული ოცნების ამჟამინდელი მმართველი პირების წინააღმდეგ და არა ოპოზიციის, რომელიც მანამდეც იყო პოლიტიკურ ველზე და რომელთანაც სწორედ მისი ლიდერობის პერიოდში ქართულმა ოცნებამ კოჰაბიტაციური რეჟიმი შექმნა 2012-2016 წლებში. – აცხადებს ანალიზის შედეგად გამოტანილი დასვნით  ავთანდილ გიუნაშვილი.