ავთანდილ გიუნაშვილი პასპორტის მუდმივი ფასის დასადგენად მთავრობასთან კონსულტაციების აუცილებლობას მიიჩნევს.

555

საქართველოს მოქალაქის პასპორტის  საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ღირებულების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ღირებულებასთან გათანაბრების და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბერის № 508 დადგენილების გადახედვის ერთ-ერთი ინიციატორი ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი,  იუსიტიის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აქციას,რომელიც  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან 15 ივლისამდე პასპორტების ფასდაკლებით − 50 დოლარად გაცემას გულისხმობს, მათ მიერ დაწყებული სამოქალაქო მოთხოვნისთვის მოცემულ ეტაპზე მიღწევად აფასებს და საბოლოო მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების აუცილებლობას მიიჩნევს:    – ,, მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ამ ეტაპზე გადმოდგმული ეს ნაბიჯი ცალსახად დასაფასებელია ქართული დიასპორის მხრიდან პირველი ეტაპისთვის და არის იმ საზოგადოებისთვის გამარჯვება ვინც ეს საკითხი დასვა და მხარი დაუჭირა, მაგრამ მიუხედავად მიღწეული შედეგისა ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ კონსტრუქციული კონსულტაციები და დავარწმუნოთ მთავრობა ფასი 2 თვის შემდგომაც დარჩეს უცვლელი ან მინიმუმ 124.93 ევროდან დაიწიოს დაახლოებით მინიმუმ 85 ევროს ღირებულებაზე.
ვიმედოვნებ და ვფიქრობ რომ იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა მიიღებს იმ არგუმენტებს რომლებსაც საზოგადოება ერთად წარვუდგენთ! ასევე აუცილებელ საჭიროებად ვთვლი რომ ემიგრანტების აქტივობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან აშკარად ცდილობს მთავრობა უსმინოს საკუთარ მოქალაქეებს და გაითვალისწინოს მისი ინტერესები საფუძვლიანი არგუმენტების არსებობის შემთხვევაში. ” –  ნათქვამია ავთანდილ გიუნაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.