ავთანდილ გიუნაშვილი საბერძნეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

12066

,, უბრალოდ ფაქტები ! უკომენტაროდაც ცხადყოფენ რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ის თანამშრომლები, რომლებსაც ეს საკითხი ევალებათ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მშვენიერ თბილ ქვეყანაში ცხოვრობენ და სამარცხვინო ვითომ ,,მემორანდუმებთან,” რომლებსაც იმ ქაღალდის ფასიც კი არ გააჩნია რაზეც წერია მხოლოდ პოზიორობენ!
  სასწრაფოდ მოვუწოდებ საქართველოს საელჩოს დაიწყოს ჩვენთან რეალური თანამშრომლობა და ამ საკითხზე რეალური ნაბიჯების გადადგმა ან დატოვონ ეს თანამდებობები!
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia ვითხოვ მოავლინოთ კომისია რომელიც შესწავლის ამ საკითხებს ან გაიწვიეთ უსაქმური ჩვენის სახელმწიფო ბიუჯეტის ხაჯზე არაფრის მკეთებელი დიპლომატები !” –განაცხადა ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა  დიასპორული მედია მაუწყებლის Georgians.gr –ის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიის კომენტირებისას, საიდანაც ნათლად ჩანს რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მოქმედებები და მუშაობა საქართველოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად რეალურად არ მუშაობს სტატიაში აღნიშნულია რომ: ,, მას შემდეგ, რაც 30 აგვისტოს,  საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართა და აცნობა, რომ ის დიასპორასთან ერთად იწყებდა მუშაობას, რათა საქართველოს იმიჯი პოზიტიურად წარმოეჩინა საბერძნეთში, ხოლო საბერძნეთის საინფორმაციო სააგენტოები მკაცრად გაეკონტროლებინა, რათა ქართველებზე ცრუ ინფორმაციები არ გავრცელდეს,შედეგები ასეთია:

  •  ბოლო ერთი კვირის მანძილზე საბერძნეთის საინფორმაციო სივრცეში არ დაწერილა არცერთი პოზიტიური სიახლე/ამბავი საქართველოზე.
  • ბოლო ერთი კვირის მანძილზე 20-ზე მეტ ბერძნულ საინფორმაციო საიტზე, 4-ზე მეტ ბერძნულ საინფორმაციო არხზე, გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაციები, რომლებიც მიზნაც ისახავენ ქართველების რეპუტაციის შელახვას საბერძნეთში (წყარო იხილეთ აქ – google-ის ბოლო 1 კვირის მონაცემები, როდესაც ვწერთ სიტყვა “Γεωργιανοι”)”
  • ავთანდილ გიუნაშვილის მოსაზრებით და განცხადებით აღნიშნული საკითხი გადაწყვეტადია სწორი მიდგომის შემთხვევაში: ,, არც ისეთი რთული საქმეა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს , საჭიროა სწორი სტრატეგია და პროფესიონალური მიდგომა , რაზეც საელჩო ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო რეალურად უარს ამბობს და ,,მემორანდუმობანათი” გვეთამაშება. არსებობს რეალური ალტერნატივა და მე და ბექა ბექაურს მხად გვაქვს კიდეც ინიციატივა მაგრამ სამწუხაროა რომ სახელმწიფოს ამ წარმომადგენლობის დღევანდელი მესვეურები არ თანამშრომლობენ და არ დგავენ საქმიან ნაბიჯებს. იმედია მოხდება სერიოზული შეხვედრა ან გადაიდგმება ის ნაბიჯები სახელმწიფოს იმ პასუხისმგებელი პირებისაგან რომლებსაც აწუხებთ ჩვენი ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა უცხოეთში და კონკრეტულად საბერძნეთში.” –აცხადებს საჯარო განცხადებაში ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძრვანელი.