ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მარიამ თაყნიაშვილის ორგანიზებით ქართული საღამო გაიმართა

418

ავსტრის ახალგაზრდა ელჩმა მორიგი აქტივობა განახორციელა, როგორც მის ოფიციალური გვერდზე არსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი 21 თებერვალს ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მარიამ თაყნიაშვილის ორგანიზებით ქართული საღამო გაიმართა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. მარიამ თაყნიაშვილმა ავსტრიელებს და ავსტრიის სტუმრებს გააცნო საქართელოს ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ქართული მუსიკა, ანბანი და იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ძეგლები. პრეზენტაციის დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ავსტრიაში წარმოდგენილი კომპანია ღვინოს – ,,Gvino”-ს და ქართული ღვინოები, კონიაკი, ჭაჭა და ასევე გემრიელი ქართული ლიმონათები. საღამო გაალამაზა ულამაზესმა და უნიჭიერესმა ია ღვინიაშვილმა Ia Gviniashvili მისი არაჩვეულებრივი ხმით და ქართული ხალხური სიმღერებით.

ნათქვამია ავსტრის ახალგაზრდა ელჩის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

https://www.facebook.com/Young-Ambassador-of-Georgia-to-the-republic-of-Austria-788699954534302/?epa=SEARCH_BOX

ავსტრის ახალგაზრდა ელჩის მარიამ თაყნიაშვილის განცხადებით :აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს პოპულარიზაცია , ქართული ტრადიციების და კულტურილ-ისტორიული ძეგლების გაცნობა და საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესება.

ავტორი:ლიკა ჯანელიძე