ათენის ერთ-ერთ საპყრობილეში საქართველოს მოქალაქე იოსებ თავთავაძე გარდაიცვალა

3240

ათენში ერთ-ერთ საპყრობილეში 55 წლის საქართველოს მოქალაქე იოსებ თავთავაძე გარდაიცვალა.  მისი გარდაცვალების მიზეზად სიმსივნე სახელდება, თუმცა როგორც ახლობლები აცხადებენ დაკავებამდე ის თავს ჯანმრთელად გრძნობდა და დაავადება უკიდურეს ფორმებში სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში გადაეზარდა.

გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედრის სამშობლოში გადასვენების პროცედურები დაწყებულია და ახლობლებმა ათენში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.