ათენში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა საქართველოს კუთხე კიდევ ერთ ტურისტულ კომპანიაში შექმნა

460

ათენში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ საქართველოს კუთხე კიდევ ერთ ტურისტულ კომპანიაში შექმნა. როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი საქართველოს კუთხე 21აპრილს ტურისტულ კომპანია TAZA-ს ოფისში მოეწყო, სადაც მანამდე მსგავსი სახის საინფორმაციო ლიტერატურა არ არსებობდა საქართველოს ტურისტული რესურსების შესახებ.

როგორც ტურისტული კომპანია Taza-ს ქართველი თანამშრომელი  ნინი შულაია აცხადებს ის მიესალმება ახალგაზრდა ელჩის აღნიშნულ ინიციატივას, რადგან პროექტი ახალ შესაძლებლობას უხსნის მათ მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი ადგილობრივი და მსოფლიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილ ტურისტებს, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შესახებ.

შეგახსენებთ რომ ახალგაზრდა ელჩმა, მიმდინარე წელს უმსხვლეს ბერძნულ ტურისტულ კომპანია  Aktina Travel Group-შიც გახსნა საქართველოს საინფორმციო კუთხე და საქართველოს შესახებ ბერძნულ ენაზე შექმნილი ბროშურის პრეზენტაციაც მოაწყო.

ახალგაზრდა ელჩის პროექტი

ახალგაზრდა ელჩის პროექტების ფარგლებში საქართველოს მორიგი საინფორმაციო კუთხე გაიხსნა ტურისტულ კომპანია TAZA-ს ოფისში

Gepostet von Young Ambassador Of Georgia to the Hellenic republic am Montag, 22. April 2019