ათენში საქართველოს ორი მოქალაქეა გარდაცვლილი

5809

 

საბერძნეთის დედაქალაქში  გასულ შაბათ-კვირას კიდევ საქართველოს  ორი მოქალაქის სიცოცხლე შეწყდა. DIASPORA.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 60 წლის ციცო გორელაშვილი სიმსივნის დიაგნოზით შაბათს გარდაიცვალა, ხოლო 58 წლის  მარინა ტიკარაძე ვირუსული ინფექციით. 

გარდაცვლილების ახლობლებმა აღნიშნული სამწუხარო ფაქტების და ცხედრების სამშობლოში  გადასვენების დახმარების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე შეატყობინეს.