ანკარაში ქართულ ენაზე ლიტურგია აღევლინა

913

საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საელჩოსა და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით, ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში იღუმენ  მიქაელ ბრეგვაძის მიერ ქართულ ენაზე პირველად აღევლინა წირვა-ლოცვა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, იღუმენმა მიქაელმა და  თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართეს და ეს ისტორიული დღე შეაფასეს .

ელჩმა ხაზი  გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას. გიორგი ჯანჯღავას განცხადებით საქართველოს საელჩო როგორც ყოველთვის, მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს მათი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით.