არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული მიგრანტებისთვის საქართველოს მთავრობამ გრანტები გასცა.

6360

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით სახელმწიფომ სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავად შეხვდა დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. სამინტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე საკუთარი შემოსავალი აქვთ და ქვეყნის დატოვებაზე აღარ ფიქრობენ.

ემიგრაციიდან ნებაყოფლობითი დაბრუნების და პროგრამაში ჩართვის მსურველებმა დაბრუნებამდე,  ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნების საკონსულოებს.

იხ. ვიდეო: