არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს რომ საჭიროა მთავრობის ხელშეწყობით  შეღავათიანი ბიზნეს სესხების სტიმულირება

485

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს რომ საჭიროა მთავრობის ხელშეწყობით  შეღავათიანი ბიზნეს სესხების სტიმულირება. როგორც ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მიიჩნევს სიღარიბის აღმოსაფხვრელელად მნიშვნელოვანია ასევე იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა რომლებიც მიზნობრივად ეხმარებიან ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილს.  ,, მთავრობამ უნდა გაატაროს ზომები იმისათვის რომ ადამიანებს რომელებსაც აქვთ ეკონომიკური აქტივობის სურვილი , რომლებსაც სურთ დასაქმება რომლებსაც შეუძლიათ სხვების დასაქმება , რომლებსაც შეუძლიათ პროდუქციის ან სერვისი მიწოდება ბაზრისთვის, ამ ადამიანებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ საწყის კაპიტალზე, რაც ნიშნავს რომ მათ შეღავათიანი პირობებით უნდა მიიღონ ფულადი სახსრები ან რესურსი იმისათვის რომ მათ დაიწყონ მცირე ბიზნესი და ეკონომიკური აქტივობა.” – ეს განცხადება მმართველი ძალის ლიდერმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  გადაცემა, ,,აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას გააკეთა.