არჩილ თალაკვაძის განცხადებით მხოლოდ რიცხვებით ბედნიერი ვერავინ იქნება თუ რამდენით გაიზარდა ეკონომიკა,ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ სიღარიბე

140

„მხოლოდ რიცხვებით ბედნიერი ვერავინ იქნება. მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენს  მოქალაქეებს ციფრები დავუსახელოთ, რამდენით გაიზარდა ეკონომიკა, არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკა არ იქნება ინკლუზიური,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში უკეთესობას თითოეული მოქალაქე არ გრძნობს,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში ყველა არ იღებს მონაწილეობას და აქ ნამდვილად არის ჩვენი გუნდი გამოწვევის წინაშე. ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა კარგია,  მაგრამ, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართულობა და ეკონომიკური პროცესების  უფრო მეტი გადანაწილება“- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიღარიბე რჩება და სწორედ  ამიტომ, ახალი მთავრობის რეფორმის შედეგად მობილიზებული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.

მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით – ,, შემდგომი რეფორმები ზუსტად იმაზე იქნება გათვლილი,  რომ ეკონომიკაში თქვენი და თვენი მეზობლების თუ ნაცნობების მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზარდოს.  სამწუხაროდ, ამოცანად რჩება ის, რომ სიღარიბის ზღვარს მითმა მყოფი ადამიანები ჯერ კიდევ ამ კატეგორიაში არიან. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოჯახი რჩება სიღარიბეში.  გასაკეთებელი გვაქვს უფრო მეტი, უფრო მეტად უნდა შევიდეთ ამ ადამიანების პრობლემებში და უფრო მეტი უნდა ველაპარაკოთ მათ,  ვისაც დახმარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მცირე მთავრობის რეფორმის შემდეგ მობილიზებული ფინანსური რესურსი პირადად მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები და რომლებიც ამავდროულად სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. სწორედ ეს არის მთავარი პრიორიტეტი რომელიც მთავრობას და პარლამენტს ერთად აქვს იდენთიფიცირებული“, – განაცხადა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ .