აქ მივხვდი რას ნიშნავს ევროპული თავისუფლება და თანასწორობა- ბლიც ინტერვიუ მაკო სამხარაძესთან

1847

DIASPORA.GE- ს დაფუძნების ერთ-ერთი მისია უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი მაკო სამხარაძე უკვე რვა წელია ბარსელონაში ცხოვრობს. მისი ემიგრანტობა როგორც თავად ამბობს ცოტა განსხვავებულ მიზეზს უკავშირდება და ის ასეცაა, ის ხომ სამშობლოდან ესპანეთში ემიგრანტად – სიყვარულმა აქცია და ასე აღმოჩნდა ესპანეთის ამ უმშვენიერეს ქალაქში… 

მაშ ასე, ჩვენს წინაშეა მაკო სამხარაძე ბარსელონადან

 ბავშვობაში ვოცნებობდი,დიდი რომ გავხდებოდი ვყოფილიყავი უბრალოდ კარგი ადამიანი, ისეთივე როგორიც დედაჩემი.
გადავწყვიტე საქართველოდან წამოვსულიყავი -არ აქვს მნიშნელობა რატომ,მნიშვნელოვანია რატომ ვერ დავბრუნდი.
მოვდიოდი და ვფიქრობდი – როგორი იქნებოდა გზა,რომელიც თვითმფრინავის ტრაპზე ერთი პატარა ჩემოდნის ატანით დაიწყო.
იყო ემიგრანტი ნიშანავს- იყო იმ საზოგადოების წევრი,რომელშიც ცხოვრობ და ამავდროულად , იყო ქართველი შეგრძნებით და თვითშეფასებით .
პირველად ,როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი- მივხვდი რას ნიშნავს ევროპული თავისუფლება და თანასწორობა,თუნდაც ერთი დღის ჩამოსულის შემთხვევაში.
მინდოდა მეტირა მაშინ,როცა ……. ბევრჯერ მიტირია ,სრულიად სისულელეზეც კი.
სიზმრად ვნახე საქართველო – არა, ცხადში ვხედავ საქართველოს -უმშვენიერესს ,მაგრამ გაძარცვულს , შეურაცხყოფილს და მიტოვებულს ჩემს მიერ.
მონატრება ეს არის ემოცია – რომელსაც მგონი აღარ განვიცდი.
როცა საქართველოში დავბრუნდები – ვეცდები დავსახლდე ხის პატარა სახლში და ჩემი პენსია მოხმარდეს უპოვარი ბავშვების განათლებას და ლამაზ საღამოებს მეგობრებთან ერთად.
სულ მინდოდა საჯაროდ მეთქვა – რომ ჩვენი ცხოვრება ზუსტად ისეთია,როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს და ამ ყველაფერში არანაირი სხვა საიდუმლო არ არის. იღბალი ბედის წერა თუ ბორბალი ,ყველაფერი მოგონილია.
ჩემნაერი ემიგრანტებისადმი ჩემი სათქმელი არის ის ,რომ არ იცხოვრონ 10 თუ 15 წლის შემდგომი მომავლით,რომელიც არც ვიცით დაგვიდგება თუ არა,არამედ იცხოვრონ ამ დღით,დააფასონ საკუთარი ცხოვრება,საკუთარი შრომა ,საკუთარი სივრცე.
რამდენჯერ მიფიქრია ნუთუ შეუძლებელია გაგაჩნდეს საკუთარი “შინ”უცხოეთში?
ამდენი წლის ემიგრანტობის შემდეგ ვისურვებდი საქართველოში შემექმნა რაიმე პროექტი,ინიციატივა თუ რაც გენებოთ უწოდეთ,რომლის ფარგლებშიც არცერთი მოხუცი და ბავშვი ქუჩაში “ლიმონს” აღარ გაყიდდა.
ჩემი დევიზია-მქონდეს მიზანი და ვცხოვრობდე ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიარულით.
.ფაქტი ჩემს შესახებ ,რომელიც ადამიანებს გააოცებს- ეგეთი ფაქტი ალბათ არ არსებობს.