ახალი მონაცემები გერმანიიდან დეპორტაციის შესახებ

873

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით 2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით ასეთ მონაცემებს აქვეყნებენ მედია ჯგუფის „ფუნკე“ გამოცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გერმანიიდან 5 613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დეპორტირებულთა რაოდენობა 6 235 იყო. ამავე ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს.