ახმეტელის დრამატული თეატრის დასი ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით წარსდგება

94

2019 წლის 7 აპრილს, 20 საათზე, ანკარის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის “Ethos Ankara International Theatre Festival“ ფარგლებში, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის დასი წარადგენს სპექტაკლს “ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა”. ბილეთის ღირებულება შეადგენს 20-25 თურქულ ლირას.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება თურქული სუბტიტრებით, შესაბამისად, შეგიძლიათ დაპატიჟოთ თურქი მეგობრებიც.

მისამართი: Çankaya Belediyesi Yılmaz Güney Sahnesi: Maltepe Mah. Müjde Sok. No 16 Çankaya