ბავშვებს საქართველოზე ნუ ესაუბრებით, დაისტრესებიან – ქართველი ემიგრანტი საკვირაო სკოლის პედაგოგებს მოუწოდებს მოსწავლეებს საქართველო არ უხსენოს

1330

,,ბავშვებს საქართველოზე ნუ ესაუბრებით, დაისტრესებიან”  – ბარში ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი საკვირაო სკოლის პედაგოგებს მოუწოდებს მოსწავლეებს საქართველო არ უხსენოს და ამას საჯაროდ აცხადებს, მის განცხადებას ქართველი ემიგრანტების პროტესტი მოყვა და განცხადება გაავრცელეს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:,,მაშინ როდესაც ემიგრაციის თემა საქართველოსთვის ასეთი მტკივნეულია და სახელწიფო პოლიტიკა მიმართულია დიასპორის გასაძლიერებლად. მაშინ როდესაც ქართულ სკოლებს ემიგრაციაში უდიდესი როლი და დანიშნულება აქვს. და თვითეული ასეთი კერა მოსაფრთხილებელი და გასაძლიერებელია, არსებობს ასეთი ემიგრანტიც ვინც,აი ასეთი სახის პოსტს წერს და თურმე გვმოძღვრავს რომ ქართველ ბავშვებს საქართველოზე არ უნდა ვესაუბროთ რადგან ამით ვსტრესავთ. მთლიანი საკვირაო სკოლის კოლექტივი და მშობლები თავს ვალდებულად ვთვლით მივმართოთ სათანადო ზომებს მსგავსი აბსურდული განცხადებების აღმოსაფხვრელად.”- ნათქვამია მათ განცხადებაში

🆘დაე ემიგრაციამ შეაფასოს მისი ეს სტატუსი.