ბაიარ შაჰინის 3 ულამაზესმა ქალიშვილმა თურქული მედია გააოცა

2336

“თურქეთის ქართველ მარგალიტად” ცნობილი მომღერლის, ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ქალიშვილები, რომლებიც მამის მსგავსად, არაჩვეულებრივად მღერიან, მსმენელის უდიდეს ყურადღებას იპყრობენ როგორც საინტერესოდ შესრულებული სიმღერებით, ასევე გამორჩეული გარეგნობით.

ქართულად სამივე მათგანი საუბრობს. ამბობენ, რომ სიმღერის ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ, ინსტრუმენტებზე დაკვრა კი 10 წლის ასაკში შეისწავლეს. ისინი თავდაპირველად თურქულ ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, შემდეგ კი მუსიკალური მიმართულებით განვითარებისთვის კონსერვატორიაში ჩააბარეს.

დღეს სამი დის – თამარა, იუდუმ და დამლა შაჰინების მუსიკალურ შემოქმედებას ფართო აუდიტორია ტრიოს სახით, სახელწოდებით Samida იცნობს. Samida-ს შემოქმედებას დიდ ყურადღებას უთმობს თურქული ტელემედიაც. ინტერნეტში მათი არაერთი სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი იძებნება, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით გოგონების ტრიო ინტერნეტში სარგებლობს, სადაც მათი გამომწერების რაოდენობა ძალიან მაღალია როგორც ფეისბუკზე, ასევე ინსტაგრამზე, ლინკდინსა და Youtube-ზე.