ბარის დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მის საქმიანობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე განცხადებას აკეთებს

124

იტალიაში, ბარის დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი ნინა რურუა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე  განცხადებას აკეთებს და აცხადებს რომ პასუხს ოფიციალურად მითხოვს და ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს:,,ეხლა უკვე ოფიციალური ფორმით მოვითხოვ პასუხს.  დღეს გამოქვეყნებულ სტატიაზე ჟურნალისტს ბარიდან დაუკავშირდნენ(ამ ეტაპზე სახელს და გვარს არ დავასახელებ) სანამ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საკონსულოს ოფიციალურ წერილს არ მივაწვდი. თურმე საკვირაო სკოლა “აისი” აღარ არსებობსო და არც ქართული ჟურნალი გამოდისო. თურმე ქალაქ ბარიში ვიცე კონსულიც გვყავს ჟურნალისტებმა მას რომ უნდა უთანხმონ რა დაწერონ და უკაცრავად შაბათ კვირას მშობლებს ბავშვები რატომ მოყავთ გასართობად?!
და ბოლოს იქნებ ჯერ საკუთარ საქმიანობას გადახედოთ( წარსულს და აწყომოს დამსახურებებს) და მერე იჭორაოთ სხვებზე. თუ ასეთი კარგები და უნაკლოები ხართ რატომ ხარჯავთ დროს სხვისი ცხოვრების გასარჩევად?!
დანარჩენს კი სხვა ფორმით გავცემთ პასუხს” – აცხადებს ნინა რურუა.