ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ბელგიის სამეფოს მოქალაქის,წარმოშობით ქართველის ანა ბალამწარაშვილის მიმართვა:

5569

ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ბელგიის სამეფოს მოქალაქის,წარმოშობით ქართველის ანა ბალამწარაშვილის მიმართვა:

ბატონო მიხეილ,10 თებერვალს ლიეჟში შეხვედრაზე წამოსვლა გადავწყვიტე,რადგან ემიგრანტი ვარ,თან “სტაჟიანი” და რახან სურვილი გამოთქვით ჩვენთან შეხვედრის მე არ დაგიმალავთ დავინტერესდი,რატომაც არა ვიფიქრე თუ არ დავეთანხმები რაღაცეებში მომისმენს და გაითვალისწინებს მეთქი,ან იქნებ სულაც გეთანხმებოდით,ვიფიქრე დაიწყება დისკუსია ევროპულად და გავიგებ ბოლოს და ბოლოს თავად მისგან რა არის ან სად არის სიმართლე მეთქი!
დარწმუნებული ვარ ასეც მოხდებოდა მაგრამ როგორც დავრწმუნდი გიორგი სიგუამ ასე გადაწყვიტა და თქვენც დათანხმდით, სამწუხაროდ!!!!!აბა ჩვენ რა დასაფასებელი საზოგადოება ვიყავით “დიდი” სიგუას შემდეგ!
ბატონო მიხეილ,მე ვიფიქრე მიხვდით შეცდომებს და ბოდიშს მოიხდიდით,გვეტყოდით თუნდაც აბსოლუტურად ნეიტრალურებს რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და გასაყოფი არაფერი გვაქვს რააოო!
2007 წელს მახსოვს ასე დაგვიძახეთ ,მოვკიდე ხელი ჩემს ბელგიელ პარტნიორებს და ჩამოვედი,ჰოდა იმის შემდეგ ვიმკი ჩემი სამშობლოს სიყვარულის “საფასურს”!
მინდოდა მეკითხა თქვენთვის რატომ თქვით უარი საქართველოს მოქალაქეობაზე?მინდოდა მეკითხა ოკუპაციის შესახებ რომლის შედეგად ჩემს სახლში რუსები ცხოვრობენ,მინდოდა მეთქვა რომ ძალაუფლება ხალხშია და არა სიგუებში!
მაგრამ თქვენ საუბარი ისურვეთ მხოლოდ თქვენს საკუთარ მხარდამჭერებთან,მე მათ პატივს ვცემ მიუხედავად ჩემგან განსხვავებული აზრისა,მეტიც-უამრავი მეგობარი მყავს რომელსაც “ნაცი” ჰქვია,მეგობრობას კი ფერი არ ააქვს!!!!!!მაგრამ მე არ მიყვარს ბელადები და არც მათი თაყვანისმცემელი გავხდები არასოდეს!
ბელადომანიამ დაღუპა საქართველო!!!!
მე ვიფიქრე აღარ შეგეშლებოდათ და არ გახდებოდით გარემოცვის ტყვე,მაგრამ იმდენჯერ ვიფიქრე ალბათ თქვენ ფიქრის დროც აღარ დაგრჩათ და გადაწყვიტეთ გვერდი აგექციათ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც არ მოსწონდა ან სულაც დაზარალდა და განადგურდა თქვენი მმართველობის დროს!!!!!
სიგუას ბანკის შექმნის იდეა ჰქონდა და გულიანად გამეცინა,მერე ამეტირა,ვის ააქვს ამბიცია და პრეტენზია იყოს პოლიტიკოსი?!მაგრამ არ გამკვირვებია იმდენი ბიუჯეტის მფლანგველი თუ ხმების ქურდი ზის (ისხდნენ)დღევანდელ ქართულ პოლიტიკასა თუ პარლამენტში!
ბატონო მიხეილ,
მე თქვენ არ გაძლევთ უფლებას ჩემი სახელით,როგორც ემიგრანტისა რომელსაც ქვეყანა უყვარს და სტკივა ისაუბროთ,არ გაქვთ ამისი უფლება!!!ეს უკანასკნელი თავად წაართვით საკუთარ თავს!!!!!!!
იქნებ ვინმემ გაბედოს და ხელისუფლების მეხოტბედ გამომაცხადოს,თქვენსავით ვერავის გავეგლისები,ეს ნიჭია და არ “დამანათლა” არც გამჩენმა და არც ნათლიებმა!
დემოკრატია კი სულ სხვა რამაა რასაც აბსოლუტურად აცდენილი იყო თქვენთან შეხვედრის ორგანიზატორი(ები) ლიეჟში!

პატივისცემით
ბელგიის სამეფოს მოქალაქე,
ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი
დამფუძნებელი
ემიგრანტთა სახლი ემიგრანტთა სახლი
დამფუძნებელი
წარმატებული ემიგრანტი ქალი
ბელგიის სამეფოს სოცდეკების(Sp.a) წევრი
Anna Balamtsarashvili