ბელა ბერკემერ-მახარაძე 23 სექტემბერს თესალონიკს კონცერტით ეწვევა

1929

გუშინ ცნობილი გახდა რომ გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერი საბერძნეთში , ქალაქ თესალონიკში  ქართველი და ბერძენი მსმენელის წინაშე წარსდგებიან.

,,დიდი სიურპრიზია ქართველი ემიგრანტებისთვის ასეთი  ვირტუოზი კლასიკური ხელოვანი წყვილის, გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ემიგრანტის ბელა ბერკემერ – მახარაძისა  და უვე ბერკემერის სოლო კონცერტის გამართვა თესალონიკში, დარწმუნებული ვარ  გველოდება, მართლაც ჯადოსნური ნიჭიერების ქართულ -გერმანული ზეიმი საბერძნეთის მიწაზე. მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეებს რომ ეს ნამდვილად არის ის კულტურული საღამო რომელზეც აუცილებლად უნდა მოიწვიოთ  თქვენი ბერძენი და უცხოელი მეგობრები -აცხადებს კონცერტის ორგანიზატორი.
კონცერტი რომელსაც სახელად ,, ვირტუოზის სული” შეურჩიეს  თეატრ ,,კოლოსიონში” -ში 23 სექტემბერს გაიმართება.