ბიძინა ივანიშვილის ემიგრანტი დედები წერილით მიმართავენ და ახალ ინიციატივას სთავაზობენ

2929

როცა ბავშობაში გვეკითხებოდნენ სიკეთე უფრო მეტია ქვეყანად, თუ ბოროტებაო – სიამაყით ვპასუხობდით – სიკეთე! ახლაც გვჯერა, რომ ესეა! ამის ნათელი მაგალითი თქვენ ბრძანდებით ბატონო ბიძინა, თქვენ რომელსაც ბადალი არ გყავთ ქვეყანაზე ქველმოქმედებაში. თქვენ, რომელიც ბრძანდებით უამრავი სიკეთის ავტორი, უამრავი ადამიანის იმედი და ნათელი წერტილი.

სიკეთე გადამდებია და საზოგადოება სიკეთის კეთებაში უნდა ბაძავდს, ეჯიბრებოდეს ერთმანეთს და არა სიძულვილში. ყველა უიმედო და გაჭირვებული ადამიანის ერთი გათენებული ბედნიერი დღე უნდა გახდეს ჩვენი სიხარულის მიზეზი და ცხოვრების დევიზი!

ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ემიგრანტმა დედებმა ვიპოვეთ ერთმანეთი და ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდება რომ გავერთიანებულიყავით საქართველოში მცხოვრები მიუსაფარი, შეჭირვებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ ხვალინდელი დღის უკეთ გაგრძელება, ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არიან. ამიტომ,
გადავწყვიტეთ,

შევქმნათ სიკეთის ფონდი “ქართველი ემიგრანტი დედები საქართველოს მომავლისათვის.”

უამრავ ემიგრანტ დედასთან ერთად, ჩვენი შრომით მიღებული შემოსავლიდან (რაც ემიგრაციაში ადვილი არ არის), დავეხმაროთ თუნდაც მცირედით, საქართველოს იმ პატარებს რომელთაც, ასე სჭირდებათ ჩვენი მხარში დგომა, იმედი გვაქვს ჩვენს რიგებში გაერთიანდებიან სხვა დედებიც და ეს პროცესი ჯაჭვურად განვითარდება. გაჭირვებული ბავშვები გახდებიან ამ ემიგრანტი დედების შვილებიც და ყოველ დღე გაიხარებენ ამ ბავშვების სიხარულით, რადგან ეცოდინებათ რომ მათი ბედნიერების და სიხარულის მიზეზი თავად არიან.

ვინ იცის რამდენ ბავშვში ფარულად არსებობდეს დიდი ვაჟა, აკაკი, ილია ან გალაქტიონი, მათ კი ამ ნიჭის დემონსტრირებაში სოციალური გდგომარეობა უშლით ხელს!

თქვენ რად მოგმართავთ, ბატონო ბიძინა?
იმიტომ რომ, თქვენ თქვენი წარსულიდან გამომდინარე, ყველაზე კარგად იცით, რას ნიშნავს გაჭირვება და შემდეგ ამ გაჭირვებიდან ნამდვილ ერისკაცად ჩამოყალიბება. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ გამოიჩენთ გულისხმიერებას ტექნიკურ მხარდაჭერას გაგვიწევთ, რათა ეს ფონდი დარეგისტრირდეს საქართველოში, იყოს უველასთვის საჯარო და გამჭვირვალე, თითოეული გადარიცხული ევრო მიზნობრივად მოხმარდეს შეჭირვებული პატარების კეთილდღეობას, მკურნალობას და განათლებას.

ამ ნაბიჯამდე ჩვენმა ცხოვრებისეულმა ხვედრმა და გამოცდილებამ მიგვიყვანა: ჩვენ: საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტს, 5 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ნიკოლოზის დედას, თეონა ნაცვალაძეს და გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტს, ორი შვილის დედას, გერმანიაში ინკლუზიურ ბავშთა ცენტრის აღმზრდელს, ხათო ბარათაშვილს – გვსურს საზოგადოება გავაერთიანოთ საქართველოში მცხოვრები ასეთი ბავშვების დასახმარებლად, ეს ინიციატივა სხვა დედებსაც გადავდოთ. დიახ, სიკეთე გადამდებია, დაე ვაკეთოთ სიკეთე და ყველამ ერთად, თქვენი მონაწილეობით, უფლის და პატრიარქის ლოცვა კურთხევით ამ ბავშვებთან ერთად გავჭრათ შევაბიჯოთ ბავშვების ჯადოსნურ სამყაროში! გამორიცხულია, ასეთი მადლიანი საქმე წარმატებით არ დაგვირგვინდეს, ჩვენ გავხდით ამ პატარების ცხოვრებას ბედნიერს!
პატივისცემით, ემიგრანტი დედები.