ბრიუსელში BOZAR-მა ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლა

139

6-20 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილმა ცენტრმა ბრიუსელში BOZAR-მა ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლა.

ღონისძიება Bridges. East of West Film Days ფარგლებში გაიმართა, რომელზეც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იყო წარდგენილი:

16 იანვარი – კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” ;
19 იანვარი – სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა” ;
19 იანვარი – ელენე ნავერიანის “მე მზის სხივი ვარ დედამიწაზე” ;
20 იანვარი – ლანა ღოღობერიძის “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ;
20 იანვარი – ზაზა ხალვაშის “ნამე”;

საქართველოს გარდა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.