გაზრდილი იყო მომართვები ჩვენი დიასპორის, რომლებიც მეტ აქტიურობას ითხოვდნენ ჩვენგან და მთავრობისგანაც -აცხადებს გია ვოლსკი

144

„ყოფილ თანაგუნდელებზე მკაცრად საუბარი მიჭირს, ზვიადს რომ ვუსმინე დღეს, მართალი გითხრათ, გაკვირვებაც ვერ დავმალე. კვაჭანტირაძემ კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, საქმიანობა არა, უფრო უსაქმურობაა და თან ეს კარგა ხანია, გრძელდება. ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა პერიოდს, რაზეც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ზვიადმა გადაწყვიტა, საერთოდ არ იმუშაოს, განათლებული კაცია და ხმამაღალი განცხადებები არ შეეშლება. იყო მის მიმართ მოთხოვნები და გაზრდილი იყო მომართვები ჩვენი დიასპორის, რომლებიც მეტ აქტიურობას ითხოვდნენ ჩვენგან და მთავრობისგანაც. მე არ მინდოდა დამეკავშირებინა ეს თემები ერთმანეთთან, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს“, – განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ .