გამოიცა ემიგრანტი მწერლის ლია პეტრიაშვილის წიგნი ,,ძველი სახლის სევდა”

183

გამოიცა ემიგრანტი მწერლის ლია პეტრიაშვილის წიგნი ,,ძველი სახლის სევდა”, რომლის პრეზენტაციაც  24 მარტს 15:00 საათზე საბერძნეთის დედაქალაქში, ათენის ქართულ სახლში შედგება შედგება.

,,ქალბატონი ლია წერს ჩანახატებს ,ლექსებს მოთხრობებს,რომლის შინაარსიც აგებულია,მისივე სულიერი განცდების და ოცნებების საფუძველზე. მის შემოქმედებაში გადმოცემულია ადამიანის ეთიკური დამოკიდებულება წარსულის მოგონებებთან,ქალბატონი ლია რეალურად გადმოგვცემს მოგონებათა სერიებს ,რომელიც ძლიერი ნატურალიზმითაა გადმოცემული. მისი შემოქმედება მეტყველი ფერებია, კითხულობ წიგნს და იგრძნობა სითბო, სიყვარული, გულწრფელი თხრობა სიუჟეტებისა,რომელშიც უშუალოდ თვითონ ერთვება.რომელიც მკითხველამდე ასე მოკრძალებით მიაქვს. უზომოდ მიხარია, კიდევ ერთი ქართული სახლის წევრის წარმატება”- აღნიშნავს პრეზენტაციის ორგანიზატორი დარეჯან ღამბასიძე 

 პრეზენტაციის შემდგომ მკითხველს უკვე საშუალება ექნება წიგნი შეიძინოს და თავად გაეცნოს მას.