განმარტება მატეო სალვინის მილანში გაკეთებული განცხადების და ქართველი ემიგრანტების მოლოდინის შესახებ

12404

იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი მილანში მუშათა ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა და  იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმებულთა  საკითხს შეეხო რომელმაც იტალიაში მყოფ მათ შორის ქართველ მიგრანტებში გაურკვევლობა გამოიწვია, DIASPORA.GE მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების განმარტებისთვის დავუკავშირდით იტალიაში მოღვაწე ქართველ იურისტს ქ-ნ ნინა  რურუას. 

,, უპირველესად მინდა გავაკეთო განმარტება რომ ბატონი სალვინი საერთოდ არ შეხებია არალეგალი მიგრანტების ლეგალიზაციის საკითხს და არც რაიმე სახის დაპირება გაუკეთებია ამ მხრივ სამწუხაროდ , მატეო სალვინმა განაცხადა რომ მთავრობა მუშაობს საგადასახადო შეფასებების ამნისტიასა (sanatoria) და “ ვაუჩერების” განახლების საკითხზე. ,,ვაუჩერი ფარისევლურად იქნა გაუქმებული,ის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა  ზოგიერთი სექტორისათვის და ის აუცილებლად უნდა დააბრუნონ” განაცხადა იტალიის შსს მინისტრმა.   შეგახსენებთ რომ ეს ის ვაუჩერია რომელიც ადრე მოქმედებდა იტალიაში, ვაუჩერი იტალიელებზე გაიცემოდა და ლეგალურად მყოფ უცხოელებზე.  ამავე გამოსვლაში სალვინმა ხაზი გაუსვა სამხრეთიდან მომავალ ემიგრანტების მასობრივ შემოსვლას იტალიის ტერიტორიაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯების შესახებ.მან პირდაპირ განაცხადა რომ   სიცოცხლის გადარჩენა  – რჩება ფუნდამენტურ საკითხად,თუმცა რაც ნაკლები ხალხი დაიძვრება, მით ნაკლები იქნება სიკვდილიანობა ხმელთაშუა ზღვაში”.

დასაქმების სფეროში არსებულ და ამჟამად გაუქმებულ ამავე ვაუჩერზე საუბრობდა ასევე  სოფლის მეურნეობის მინისტრიც ჩენტინაიო, რომელიც სალვინის განცხადებას ასე გამოეხმაურა:- ,,სალვინი რომელი ვაუჩერების თემასაც შეეხო, მინდა გითხრათ რომ სამინისტროში უკვე შევისწავლეთ და მზად ვართ ვაუჩერის კვლავ შემოღებისთვის,ის სასარგებლოა უკანონო მუშაობის წინააღმდეგ ბრძოლისა და უფრო ეფექტური კონტროლის მოხდენისათვის. ვფიქრობთ დამსაქმებელი შეძლებს აბსოლიტურად ლეგალურად დაასაქმოს და დააზღვიოს მუშახელი,ხოლო მუშაკს მიეცემა საშუალება აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს საფასური საგადასახადო დანაკვეთების გარეშე და შეძლოს საპენსიო შენატანის დაგროვებაც.” 
    ნინა რურუა განნმარტებით სავარაუდოდ ქართველ ემიგრანტებში დაბნეულობა გამოიწვია იმან რომ აღნიშნული კანონი, მინისტრების  განცხადებით შეეხებათ არა მხოლოდ იტალიის მოქალაქეებს არამედ მის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრებ ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს ანუ მიგრანტებსაც თუმცა დავკონკრეტდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს მხოლოდ ლეგალურად მყოფ მიგრანტებს შეეხება.