გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იკლებს

444

ერთი წლის წინ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ახლა კი რაოდენობა ნამდვილად იკლებს, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას. „როგორც წესი, რაოდენობა ზამთარში იზრდება, ზაფხულში კი იკლებს. არ ვიცი, ეს მეტეოროლოგიურ პირობებთან არის დაკავშირებული, თუ პოლიტიკურ მდგომარეობასთან, ან რამე პოლიტიკურ დევნასთან აქვს საქმე“, – განაცხადა ჰუბერტ ​ქნირშმა.