გერმანია არალეგალ მიგრანტებს ავსტრიის საზღვრიდან აღარ შეუშვებს.

2150

გავრცელებული ცნობით გერმანიის მოქმედმა ლიდერებმა  მიიღეს გადაწყვეტილება რომლის  მიხედვით გერმანია არალეგალ მიგრანტებს ავსტრიის საზღვრიდან აღარ შეუშვებს.

ეს განადწვეტილება სავარაუდოდ გერმანიის პოლიტიკური კრიზისს დაასრულებს და   ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი თანამდებობაზე დარჩება, რომელიც გუშინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერის  თანამდებობების დატოვებას აპირებდა. როგორც  BBC  წერს ზეეფოფერის თქმით, პარტნიორებმა მმართველ კოალიციაში საიმიგრაციო პიოლიტიკის საკითხებში კომპრომისს მიაღწიეს. მოლაპარაკება ქრისტიან დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალურ პარტიებს შორის ბერლინში  გაიმართა.

18 ივნისს ჰორსტ ზეეჰოფერმა კანცლერ მერკელს ულტიმატუმი წაუყენა. მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და ამის აუცილებლობაში ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვით იმუქრებოდა.

იმავე დღეს გერმანულ გამოცემებში გავრცელდა ზეეჰოფერის კომენტარი, რომელშიც ამბობს, რომ მას მერკელთან მუშაობა “აღარ შეუძლია”.