გერმანიის ციხეებში პატიმრების რაოდენობა გაიზარდა

406

გერმანიის ციხეებში, უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ მოწმობს გერმანიის იუსტიციის სამინისტრო 16 ფედერალური მიწის მონაცემებზე დაყრდნობით. სტატიას ამის შესახებ გაზეთი Die Rheinische Post-ი აქვეყნებს.

უმეტესობა პატიმარი, რომელსაც გერმანიის პასპორტი არ აქვს, ბერლინის და ჰამბურგის ციხეებში არიან. ამასთან 2016 წელთან შედარებით ჰამბურგში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 55%-დან 61%-მდე გაიზარდა, ხოლო ბერლინში 43%-დამ 51%-მდე.

გაზეთის ცნობით, უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე მეტნი არიან პოლონეთიდან, ტუნისიდან, ლიბიიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან, თუმცა მათი რაოდენობრივი პროცენტს გაზეთი არ აღნიშნავს. პატიმრები, რომლებიც ისლამიზმის იდეოლოგიას მისდევენ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან.