გიორგი გაბედავა შვედეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართავს

1637

იორგი გაბედავა შვედეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართავს. გიორგი გაბედავას განცხადებით ის საფრანგეთში, ქალაქ  მონპელიეში კარვებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს და მათ მოთხოვნებს ეთანხმება. ის არ იზიარებს მოსაზრებას რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ მართებულია და აცხდებს რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა ევროპის ქვეყნებში ქვეყნების მხრიდან უნდა დაკმაყოფილდეს. 

გიორგი გაბედავას თქმით შვედეთში მონპელიეს მსგავსად საქართველოს მოქალაქეები კარვებში არ ცხოვრობენ, თუმცა მისი შეფასებით ხდება ქართველების დისკრიმინაცია და დეპორტაციამდე მათი აუტანელ პირობებში განთავსება.