გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით დღემდე  გრიგოლ ვაშაძის ბრძანებულებით ეზღუდებათ უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება

844

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი, და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის ” დამფუძნებელი გიორგი ოკრიბელაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და დღეს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძემ მიერ გამოცემულ ბრძანებულება  №158 ახსენებს და აცხადებს რომ განცხადებით დღემდე  გრიგოლ ვაშაძის ბრძანებულებით ეზღუდებათ უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება: ,,მივმართავ ემიგრანტებს, განსაკუთრებით, საბერძნეთის დიასპორას… რა დაგემართათ, ნუთუ დაგავიწყდათ 2012-ში რა ქნა ზუსტად ამ გრიგოლ ვაშაძემ, 28 ოქტომბერს რომ სიებში არ ყოფნას სამართლიანად აპროტესტებდით, არ გახსოვთ, რომ ზუსტად ბ-ნ გრიგოლ ვაშაძის მინისტრობის დროს მისი ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე ათასობით არალეგალ ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვის გასავლელად მოსთხოვეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალური საცხოვრებელი ადგილის ცნობა?! შემთხვევით, ისიც ხო არ გავიწყდებათ, რომ სწორედ გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა ემიგრანტებისთვის ავადსახსენებელ რეადმისიის ხელშეკრულებას ხელი?!” – წერს გიორგი ოკრიბელაშვილი.