გიორგი ქობულია საქართველოს მთავრობიდან შესაძლოა კვლავ ემიგრაციაში დაბრუნდეს

507

გიორგი ქობულია საქართველოს მთავრობიდან შესაძლოა კვლავ ემიგრაციაში დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა და ქართული პრესის ინფორმაციით ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ხვალ, საჯარო განცხადების შემდგომ დატოვებს.

შეგახსენებთ რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობამდე გიორგი ქობულია სამშობლოდან შორს რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი შრომითი მიგრანტი იყო და 2001 წლი­დან მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია „მაქკინ­ზის“ (McKinsey) გუნ­დის წევ­რი და პარტნი­ო­რის რან­გში McKinsey-ის მოს­კო­ვის ოფის­ში მუშაობდა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას უწევდა კონ­სულ­ტი­რე­ბას: ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სექ­ტო­რის და ასე­ვე წი­ა­ღი­სე­უ­ლის მომ­პო­ვე­ბელ-გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ებს,ხოლო ვიდ­რე McKinsey-ის შე­უ­ერ­თდე­ბო­და  და სამშობლოდან წავიდოდა გიორგი ქო­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კარ­დი­ო­ლო­გი იყო. იგი წარსულში ასე­ვე უმ­სხვი­ლე­სი ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Merck, Sharp & Dohme-ის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლიც იყო.