გიორგი შენგელაია ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატად საკუთარ თავს აანონსებს

4089

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ერთვება. მან უკვე მიმართა ცესკო-ს შესაბამისი განაცხადით.

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ მას დაუჭერს მხარს: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, „ოცნება“ ეძებს ახლა დამოუკიდებელ კანდიდატს და მე ვიქნები, მე ასე ვფიქრობ, „ოცნების“ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ოცნება“ დაუჭერს მხარს. ბატონი ბიძინა, რომელიც არის „ოცნების“ პოლიტბიუროს თავმჯდომარე, მე უკვე ვიცი, კულვარულად, რომ ამ პოზიციას იზიარებს. მე დავესწრები “ოცნების“ პოლიტბიუროს სხდომას და იქ განვაცხადებ ჩემს პროგრამას,“ – განაცხადა შენგელაიამ.უახლოეს დღეებში შენგელაია საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ტურნესაცდაიწყებს და ამომრჩეველს შეხვდება.