გიორგი ჯანჯღავას განცხადებით დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს

742

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებით დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს – ეს განცხადება მან ღონისძიებაზე გაკეთა , სადაც ქართველმა დიპლომატმა ანკარის ართვინის, შავშეთისა და მეიდანჯიქის კულტურისა და ტურიზმის საზოგადოებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დამზადებული ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

შეხვედრისას გიორგი ჯანჯღავამ ხაზი გაუსვა ასევე რომ რომ  საგარეო საქმეთა სამინისტრო სულ უფრო მეტი ახალი ინიციატივით გამოდის და დიასპორის წარმომადგენლებს  საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა დიასპორული ვებ-პორტალის შექმნის შესახებ შესრულებული სამუშაო წარუდგინა.