საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გერმანიაში ქართულ დიასპორას შეხვდება

114

15 თებერვალს 19:30 საათზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდება და გაესაუბრება ქართულ დიასპორას მიუნხენში. შეგახსენებთ, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შემდეგ დიასპორის საკითხები გადაეცა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ამ შეხვედრაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პირადად ესაუბროთ საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც სტრატეგიულ თემებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე უშუალოდ დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრის ადგილია:
Elisabethplatz 4, 1 OG
80796 München

შეხვედრის დრო: 19:30 დან 21:30 მდე.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს შეხვედრაზე და პირადად დასვას მისთვის საინტერესო კითხვა.