დავით ზალკალიანის ვიზიტის შემდგომ შეთანხმება შედგა!პორტუგალიაში ქართველები ლეგალურად დასაქმდებიან

247

საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პორტუგალიამ საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებების წარმომადგენლებს შორის აღნიშნული საკითხის განხილვა დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს მოხდა.

“პორტუგალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან დროებითი ლეგალური დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე. კერძოდ, განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია და უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ პორტუგალია ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველო ამ მიმართულებით შეთანხმებას გააფორმებს,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

პორტუგალიასთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმება

‼️"პორტუგალიაში ჩემი ვიზიტის ერთერთ მნიშვნელოვან შედეგად გამოვყოფდი პორტუგალიელ კოლეგებთან მიღწეულ შეთანხმებას, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები, რასაც სავარაუდოდ შედეგად მოყვება პორტუგალიასთან მსგავსი სახის შეთანხმების გაფორმება, რაც არის მნიშნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ მოხდეს პორტუგალიაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ლეგალურად დასაქმება," განაცხადა დავით ზალკალიანმა პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ.

Gepostet von საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia am Montag, 22. April 2019