დავით ზალკალიანი განცხადებით საერთაშორისო კანონდებლობით თავშესაფრის მაძიებლების მომსახურება საკონსულოებს ეკრძალებათ

613

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს საკონსულო დაწესებულებები, საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების ჩვეულ რეჟიმი მომსახურების შესაძლებლობას.

ერთი ნიუანსი მინდა იცოდეთ – როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან უცხო ქვეყანაში და ითხოვენ თავშესაფარს, ჩვენ ვცდილობთ დამყარდეს კონტაქტი ამ ადამიანებთან, მაგრამ პროცედურა – როდესაც ადამიანი მიმართავს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის დაკმაყოფილების კუთხით ამა თუ იმ ქვეყანას, უზღუდავს კონსულს მოქალაქესთან ურთიერთობას და მოქალაქეები ნებაყოფლობით აცხადებენ უარს საკონსულო სამსახურის თანამშრომლებთან ურთიერთობაზე.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.