დავით ზალკანიანი მადრიდში ქართული დიასპორის წარმომადგნლებს შეხვდა

225
 მადრიდი , საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ქართულ დიასპორასთან და  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარმატებული ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ღირსეული ადგილის წარმოსაჩენად. მან დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯებისა და ინოვაცური მიდგომების შესახებ, ასევე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დიასპორის საჭიროებებს უკავშირდება. დავით ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილებს გააცნო დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სამინისტროს ინიციატივები, მათ შორის დიასპორული ვებ-პორტალი და დიასპორული პროექტების ფონდი, რომელიც ხელს შუწყობს ერთის მხრივ დიასპორასთან ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას და მათ საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, ასევე მეორეს მხრივ, მოემსახრება ცალკეული დიასპორული ინიციატივების განხორციელებას.
შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ, ასევე ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებაზე. ​