დავნერგოთ მეტი პოზიტივი,მეტი სიყვარული,მეტი მადლიერება,რომელთაც უდიდესი ძალა აქვს – ბლიც ინტერვიუ ემიგრანტების ფსიქოლოგთან

464

DIASPORA.GE- ს დაფუძნების ერთ-ერთი მისია უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. თუმცა დღეს გვინდა სხვა რაკურსიდან წარმოგიდგინოთ უამრავი ქართველე ემიგრანტის უსაყვარლესი და მათში ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი როგორც მას უკვე სამართლიანად იხსენიებენ ემიგრანტების ფსიქოლოგი მანანა გოგიშვილი 

მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ემიგრანტების ფსიქოლოგის ბლიც-ინტერვიუ: 

1. ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი ცნობილი მეცნიერი ვყოფილიყავი, ეს მამაჩემის სურვილიც იყო.

2. გადავწყვიტე საქართველოდან წამოვსულიყავი იმიტომ რომ– უკეთესი მომავალი შემექმნა.

3. მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს სამშობლოზე, ჩემს სოფელზე, ჩემს მომავალზე. ვიყავი იმედებით განწყობილი რამდენი ადამიანის დახმარების შესაძლებლობა მექნებოდა.

4. ემიგრანტი იყო ნიშნავს მონატრებას! 

5. პირველად როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი უკან სამშობლოში წასვლის სურვილი გამიჩნდა.

6. მინდოდა მეტირა მაშინ როცა მენატრებოდა ყველა და ყველაფერი ქართული.

7. სიზმრად ვნახე საქართველო ხშირად ვნახულობ ახლაც ჩემს სოფელს სიზმრად, თითმის ყოველ ღამე, ჩემს გამზრდელ ბებოს.

8. მონატრება ეს არის ცრემლები, იმედი ისევ ნახვის.

9. როცა დავბრუნდები საქართველოში მოვეფერები ახლოდან დიდი ხნის უნახავ ჩემს საყვარელ ადამიანებს.

10. სულ მინდოდა საჯაროდ მეთქვამადლიერება ჩემი მასწავლებლის მიმართ, რომელმაც ჩემი პროფესია უზომოდ შემაყვარა, რის გამოც მომეცა საშუალება ადამიანებს დავეხმარო.

11. ჩემნაირი ემიგრანტებისადმი ჩემი სათქმელი არის ის რომჩვენ ყველას გვაქვს შინაგანი ძალა, გამოვიდეთ “კომფორტის” ზონიდან, ეგ დამოკიდებულია ჩვენს მზაობაზე.

12. რამდენჯერ მიფიქრია ნუთუადრე მიფიქრია ნუთუ, ახლა უკვე ვიცი ჩვენს ცხოვრებას თავად ჩვენ ვქმნით.

13. ამდენი წლის ემიგრანტობის შემდგომ ძალიან მინდა საქართველოში გავაკეთოშემოვკრიბო ჩემი პროფესიიის ადამიანები და ერთობრივი მუშაობით რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმარებით თავიანთი ცხოვრებისეული პრობლემების გადასალახავად.

14. ჩემი დევიზიაადამიანებში დავნერგო მეტი პოზიტივი, მეტი სიყვარული, მეტი მადლიერება, რომელთაც უდიდესი ძალა აქვს, ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

15. ფაქტი შენს შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს ვიყავი ავადმყოფურად ეჭვიანი ,დეპრესიული.სწავლასთან პარალელურად საკუთარ თავზე მუშაობამ გამხადა მშვიდი და გაწონასწორებული.