დათო ხუჯაძე 11 ნოემბერს ათენში, ხოლო 23 ნოემბერს ლოს-ანჯელესში წარდგება მსმენელის წინაშე

1449

ცნობილი ქართველი მომღერალი და არაერთი მუსიკალური ჰიტის ავტორი დათო ხუჯაძე 11 ნოემბერს ათენში, ხოლო 23 ნოემბერს ლოს-ანჯელესში წარდგება მსმენელის წინაშე.
23 ნოემბერს დათო Big Apple Music Awards Foundation-ის მიწვევით წლის მუსიკალურ დაჯილდოების ცერემონიალზე BAMA 2018-ზე საპატიო სტუმრის სტატუსით კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის Dolby theatre -ში თავის ცნობილ ჰიტებს წარადგენს მსმენელის წინაშე.
ცნობილი ქართველის მომღერლის პროდუსერის გელა გოგოხიას მიერ ბომონდის პრესასთან გაკეთებული განცხადებით ცნობილი ხდება ასევე რომ ცნობილი ქართული და უცხოურ ენოვანი ჰიტების ავტორი, თურქეთში წარმატებული საზაფხულო სეზონის და სამშობლოში Black Sea Arena -ზე ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდგომ, შემოდგომაზე ფართო მსმენელის წინაშე პირველად საბერძნეთის დედაქალაქ ათენში თეატრ Broadway -ში წარდგება და თავის საუკეთესო და პოპულარულს ჰიტებს შეასრულებს. მომღერლის მიერ გავრცელებული ვიდეო მიმართვით მსმენელს ის ათენში შეხვედრას და დაუვიწყარ საღამოს პირდება.
,,ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს ამ პროექტში მონაწილეობას საშუალება. დიდი მადლობა ბერძნულ მხარეს რომ საშუალება მოგვეცემა შევხვდეთ ჩვენს მსმენელს, განსაკუთრებით კი ჩვენს ქართველებს ათენში. ვფიქრობთ კონცერტი გამორჩეული იქნება იმით რომ ამ კონცერტზე შესრულდება ის სიმღერები, რომლებსაც წინასწარი გამოკითხვით მსმენელი და ორგანიზატორები აირჩევენ და ვფიქრობთ რომ ეს ერთგვარი ინოვაციაც იქნება – განაცხადა დათო ხუჯაძის მუსიკალურმა დირექტორმა პრესასთან გაკეთებული განცხადებისას.