დარეჯან ღამბაშიძე ხელისუფლებას ოთარ ზურაბიშვილის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს!

1004
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ქართული ემიგრაციის სათვისტომოს თავკაცმა ბ-ნმა ოთარ  ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა დოკუმენტი სადაც ითხოვს პასუხის მიღებას თუ რატომ არ დაიდგა თბილისში საქართველოს  პირვეული რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა საპატივცემულოდ შექმნილი მონუმენტი სახელწოდებით ,,მერანი”. 
 რასთან დაკავშირებითაც ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა ქ-მა დარეჯან ღამბაშიძემ განცხადება გაავრცელა და მხარი დაუჭირა ბ-ნ ოთარ ზურაბიშვილის ინიციატივას: ,, დამოუკიდებელი რესპულიკისათვის მებრძოლი გმირები უნდა გვახსოვდეს!. საფრანგეთის ისტორიული ემიგრაციის მიერ თბილისში დაგეგმილი ძეგლის ინაუგურაცია არ მოხდა, იმ მიზეზით, რომ მხოლოდ პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები უნდა გავიხსენოთო და არა ის გმირები, ვინც ასი წლის განმავლობაში ეწირებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ზოგის გვარი ნაცნობია, ზოგის კი უკვალოდ გაქრა. მიუხედავად ამისა ხალხს ახსოვს ისინი და ცდილობენ შემოუნახონ ისტორიას მათი სახელები. სამწუხაროა, საფრანგეთის ისტორიული ემიგრაციის მიმართ უარის თქმა ძეგლზე,”მერანი” რომელიც მათ უნდა დაედგათ თბილისში. საინტერესოა თუ 6 თვის განმავლობაში ჩამოისხა ძეგლი, გადალახული იქნა ყველა ადმინისტრაციული დაბრკოლებები, მიღებულ იქნა თანხმობა ქალაქის მერიიდან, რატომ არ დაიგდა “მერანი” თბილისში?! ძეგლი ხომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და მომავლის იმედის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.? მაინც ვის არ აწყობს და ვინ ცდილობს ისტორიის დამახინჯებას?!. იქნებ ხელისუფლებამ იზრუნოს და საფრანგეთის ისტორიულ ემიგრაციას მხარი დავუჭიროთ, ამ ისტორიული საქმის განხორციელებაში, თბილისში კი ნამდვილად მოიძებნება ადგილი მერანის დასადგმელად,რომელიც ისტორიასაც შეინახავს და ქალაქსაც გაალამაზებს. – აცხადებს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ათენში ქ-ნი დარეჯან ღამბაშიძე.