რა ტიპის სამუშაო არსებობს ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის და სამუშაო ვიზების შესახებ ისრაელში საქართველოს კონსულის განმარტება

2718
“2016 წელს ისრაელს თავშესაფარი საქართველოს 3500 მა მოქალაქემ სთხოვა; 2017 წელს ეს რიცხვი 1300 მდე შემცირდა და მიმდინარე წელს კი 300 -ზე ცოტა მეტი განცხადება გვაქვს”,- ამბობს ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ბოლო თვეების სტატისტიკა, ხშირად მოქალაქეების არასწორად ინფორმირების შედეგია.  “არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხდება, თითქოს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ამ ქვეყანაში მათ მუშაობის უფლება აქვთ. ისრაელის მხრიდან 2017 წლის 28 თებერვალს მიღებულ წესში არანაირი ცვლილება არ შესულა, მიუხედავად ამისა, ბევრ მოქალაქეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ახალი პროცესი დაიწყო, რაც შეცდომაა”,- ამბობს ალექსანდრე ჯიშკარიანი.  მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა კომპანიები მოქალაქეებს სამუშაო ვიზებს სთავაზობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჯერობით შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკურულება არ არსებობს.
„არის გარკვეული სფეროები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება შეუძლიათ. ამ დროისთვის ეს უმეტესად ქალებისთვის სამუშაოა, როდესაც ისინი შესაბამის ვიზას საქართველოში ისრაელის საელჩოში იღებენ”,- აცხადებს ალექსანდრე ჯიშკარიანი.
მისივე თქმით, საქართველოსა და ისრაელს შორის ორმრივი შეთანხმება შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ჯერ გაფორმებული არ არის. კონსულის თქმით, მისი ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიზრდება სამუშაო კვოტები მშენებლობის, სამედიცინო მომსახურების და ტურიზმის სექტორებში.
„სახელმწიფოებს შორის შეთანხმების გასაფორმებლად საელჩო 2015 წლიდან მუშაობს. საკითხი განხილული იყო ორი ქვეყნსი საგარეო საქმეთა სამინისტროებში,
თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორი 2016-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის კვეთის ვადების დარღვევის უარყოფითი სტატისტიკა და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი იყო.” – განაცხადა  ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსულმა.
ავტორი: ანნა ლაპიაშვილი
BMG.GE