დასაქმების მაგივრად საღამოს ქუჩაში გამომაგდო – იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის სკანდალური წერილი

11497

ემიგრაციაში ე.წ. დამსაქმებლების თავხედობას საზღვარი არ აქვს – აცხადებს იტალიაში ქალაქ მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნონა ქევხიშვილი.

მისი განცხადებით ის იძულებული გახდა ამის შესახებ საჯაროდ განეცხადებინა და წერს :    ,,მომიწევს ამ ქალბატონის მხილება იმაში თუ როგორ მომექცა და კიდევ ჩემს მერე სხვებს როგორ მოექცა…ჩემი მეგობრის შუამავლობით მოვხვდი ამ დალი ზაალიშვილთან, რომელმაც დასაქმების მაგივრად საღამოს ქუჩაში გამომაგდო. იმის გამო რომ მას და მის ,,ნასეტკა”  ვინმე ახალ ჩამოთრეულ ქ.ნ მზია მახარაშვილის ბრძანებებს არ დავემორჩილე, მიუტანა ჩემზე ტყუილი ამბები ამ მზია ქ..მა დამსაქმებელ დალის ვითომდა შუაღამე შევდიოდი სახლში. სულ 4 ღამე გავათენე. მე რომ დავატყე არ დამასაქმებდა ..თავად ვეძებდი სამსახურს და არც შევდიოდი სახლში, მთელი დღეები შევაწუხე თუკი ვინმეს ვიცნობდი, ამ ბინაში სადაც ეს ქალბატონი განაგებს…იკარგება თურმე ათასი რამ…. მე არაფერი დამიკარგავს,  მაგრამ ახლა შემატყობინა ჩემმა მეგობარმა თურმე ჩემს ჩანთაში ჩამძვრალან და პასპორტი გაუჩხრიკეთ, რა უფლებით ჩაძვრნენ ჩემს პირად ჩანთაში….ეს გათავხედებული ქალები….და ჩემს წინააღმდეგ ააგორეს ბინძური კამპანია?! 

ე აბსოლიტურად არაფერი დამიშავებია და არც მათი მოწუნკლული წუნკლიანი ქვაბებით არ მისარგებლია რომ მეჭამა, ამიყვანა დამსაქმებელმა მეორე სართულზე და ქურდულად დამიწყო გარჩევა იმისა რაც არარსებული იყო, თან მოიყვანა მოწმეები მათ გარეშე. მე კი უთხარი ახლავე დამაყენე პირზეთქო და ეგრევე დატოვე აქაურობაო აქ მე ვარ უფროსი და განკარგულებას მე ვიძლევიო…

 ამით მინდა გაგაფრთხილოდ ყველა ახალი ჩამოსული ემიგრანტები და არ მიხვიდეთ ამ დამსაქმებელთან რათა უკვე საკმაო რაოდენობის ქალები ყველა მის თავხედობას უჩივის! – ამ შემთხვევით გამწარებული ქართველი ემიგრანტი იტალიიდან ნონა ქევხიშვილი და მისი წერილის ადრესატის ფოტოსაც აქვეყნებს საკუთარ სოციალურ გვერდზე როგორც დასაბუთებულ არგუმენტს რომ ნამდვილად მოხდა ეს სკანდალური და დაუჯერებელი  შემთხვევა მის თავს.