დახმარება რასაც საქართველოს მთავრობა ემიგრაციიდან დეპორტირებულ ან ნებაყოფლობით დაბრუნებულ მოქალაქეებს სთავაზობს

1150

ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა  ერთად-ერთ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მიგრნატ­თა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მით სარგებლობას სთავაზობს.

პროგრამა­ში ჩა­სარ­თა­ვად სა­ჭი­როა, რომ პირი იყოს უცხო­ე­თი­დან დე­პორ­ტა­ცი­ით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ან უნდა ჰქონ­დეს თავ­შე­სა­ფა­რი მო­თხოვ­ნი­ლი და უარი მი­ღე­ბუ­ლი, ან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით უნდა ჰქონ­დეს ნათ­ქვა­მი უარი თავ­შე­სა­ფარ­ზე და მისი დაბ­რუ­ნე­ბი­დან ერთი წელი არ უნდა იყოს გა­სუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

  1. სოციალური პროექტების დაფინანსება: შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება.

2. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

3. სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსებ, კერძოდ თუ დაბრუნებულ მოქალაქეს აქვს  მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება და საჭიროებს დიაგნოსტიკით უზრუნველყოფას. ასევე შესაძლებელია პროგრამით დაფინანსდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა და ემიგრაციიდან დაბრუნებულმა პირმა უნდა მიმართოს  სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ს , შრო­მი­სა და და და­საქ­მე­ბის დე­პატ­რა­მენ­ტის მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლოს წარმომადგენლებს.