დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ათენში

760

,,ათენის ქართული სახლი’’  დარეჯან ღამბაშიძის ხელმძღვანელობით 15 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებითსაქველმოქმედო საღამო გაიმართა – “ქართველი ემიგრანტი პოეტების ფესტივალი”. საღამოს სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი პოეტები.

ღონისძიება ყოველწლიურად დედაენის დღეზე ჩატარდება და ტრადიციული  გახდება. ამ წლის სხვადასხვა ქვეყნიდან პროექტის სტუმრები არიან: ხათუნა შავგულიძე, საიდ მულიანი, ჯიმშერ ბედიანაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ზურაბ პაპიაშვილი, ნინო სპანდერაშვილი და ქეთი კრებსელი.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად საზოგადოებას თავიანთ შემოქმედებას გააცნეს საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები: ზაირა კეღოშვილი, ნანა მეტრეველი და მარინა ყიფიანი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თურქეთში მცხოვრები მომღერალი ბაიარ შაჰინი.

პროექტის მხარდამჭერია საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირი, თავმჯდომარე ნუნუ ღურჭუმალიძე  , რომელსაც 2006 წლიდან დღემდე არაერთი საქველმოქმედო თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება აქვს ჩატარებული. კავშირმა დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოუშვა ჟურნალ ,,ემიგრანტი ქალის’’ სპეციალურ ნომერი, ჟურნალის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი ათენის ქართულს სახლს გადაეცემა, რომელიც საქვემოქმედო ღონისძიებებიდან შემოსული თანხებით სოციალურად დაუცველი ბავშვების დაეხმარება.