“დედე”ს ესპანური პრემიერა ბარსელონას კინოფესტივალზე.

3465

28 აპრილს ქალაქ ბარსელონაში DafilmFestival -ზე  გაიმართა “დედე”ს პირველი ჩვენება ესპანელ მაყურებლისთვის .

 

ჩვენებას მარიამ ხაჭვანი ესწრებოდა და მაყურებელს გაესაუბრა.“დედე” რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოსურათი სვან გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

 

დედეს გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.


30 აპრილს 22:00 საათზე  ფილმის მეორე ჩვენება გაიმართება.
1 ივნისიდან კი ფილმი ბარსელონას, მადრიდის და ვალენსიას კინოთეატრებში გამოვა.

გაუზიარეთ ესპანეთში მცხოვრებ მეგობრებს.