დემნა გვასალიას მორიგი ინოვაცია მოდის სამყაროში

937

ცნობილმა  დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, პარიზშიVETEMENS SS 2019-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც მთლიანად ქართული თემატიკითაა შექმნილი.

 

 

 

მაისურები ქართული წარწერებით, საქართველოს დროშა, “ბოლო ზარის” პერანგები, ომის თემა და სოხუმი – ამ თემატიკით შექმნილი სამოსი ჩააცვა დემნამ დღეს ქართველ და უცხოელ მოდელებს.

დიზაინერის შთაგონების წყარო საქართველოს უახლესი ისტორია გახდა. Vetements-მა აპლიკაციაც შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთის ომის და ქართველთა გენოციდის ისტორიას.

“შოუსათვის 40-ზე მეტი მოდელი საქართველოდან ჩამოვიყვანეთ. მე ისინი გამოვიყენე ხმად იმ ქართველი ახალგაზრდებისათვის, რომელთაც ხმა არ აქვთ და რომლებსაც პოლიტიკური რეჟიმი ჩაგრავს, რადგან მათ არ შეუძლიათ დემონსტრაციების გამართვა და იმის თქმა, რასაც ფიქრობენ – საქართველოში რეალური თავისუფლება არ არის. მე გამოვიარე ეს და მივხვდი, რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული დრო და ეს უნდა გამომეხატა.” თქვა დემნა გვასალიამ.