“დღეს სიტუაცია არ არის საქართველოში დაბრუნებაზე …ცარიელი დარბაზი დროშებით შეავსეს

534

ლიეჟში სააკაშვილთამ შეხვედრაზე ემიგრაციის დიდმა ნაწილმა უარი თქვა

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ახლა მისი საქართველოში ჩასვლისთვის სიტუაცია მზად არ არის.ცარიელა დარბაზმა დააფიქრა და თვითონვე  განაცხადა რომ ჯერ დაბრუნების დრო არარის

ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხოთ: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია – ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.