ევროვიზია 2018 რომელი ქვეყნის წარმომადგენელს აქვს კონკურსში გამარჯვების მეტი შანსები

654

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს სიმღერის ვიდეორგოლს, რომლითაც საქართველო ევროვიზიაზე წარდგება.

წელს ევროვიზიაზე საქართველოდან ჯაზბენდი “ირიაო”, სიმღერით – “შენი გულისთვის” გაემგზავრება.  სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება- მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

 

როგორც ფეხბურთსა და ზოგადად სპორტზე, საბუკმეიკერო კანტორებში ევროვიზიის შედეგებზეც იდება ფსონები, რის მიხედვითაც შესაძლოა გაიგო, ბუკმეიკერების გათვლებით, კონკურსში გამარჯვების როგორი შანსები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას.

Oddschechek-ზე გამოქვეყნებული ფსონების შეფასებით, შეგვიძლია გავარკვიოთ, როგორი მოლოდინები აქვთ ბუკმეიკერებს.

ფსონების სტატისტიკის მიხედვით, ბუკმეიკერების აზრით, მოგების ყველაზე დიდი შანსი ისრაელს აქვს – 1/2-ზე. ანუ თუ ისრაელზე 1 ლარს დადებთ და გაგიმართლებთ, სულ მხოლოდ 2 ლარს მოიგებთ.

ევროვიზია 2018 – ისრაელის წარმომადგენლის სიმღერა, რომელსაც იუთუბიზე სამ მილიონზე მეტი ნახვა აქვს!