ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი შესაძლოა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგეს

5130

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი შესაძლოა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვის ზრდის ტენდენცია არ შეიცვლება. ხვალ ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფი ევროპულ საბჭოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს. სწორედ ამ მოხსენებაში გამოთქვამს უკმაყოფილებას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა იმის გამო, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზარდა.

ინფორმაცია ამის შესახებ twitter-ის გვერდზე გაავრცელა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა. რიკარდ ჟოზვიაკი ამბობს, რომ სავარაუდოდ დღეს და ხვალ შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ იქნება, თუმცა პრობლემა არსებობს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გადასაჭრელად.

„არსებობს ერთი დიდი პრობლემა. ევროკავშირის გარკვეულმა წევრებმა, მდიდარმა ქვეყნებმა დაინახეს, რომ გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ეს აწუხებთ მათ, რადგან მიიჩნევენ, რომ არ უნდა გამოიყენონ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა ზოგიერთმა წევრმა თქვას, რომ ხომ არ განვიხილოთ შეჩერების მექანიზმის საკითხი. ვერ გეტყვით ვინ არიან ეს ადამიანები. შესაძლოა იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. ან შესაძლოა ის პირები იყვნენ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საქართველოში, აიღეს საქართველოს მოქალაქეობა და იყენებენ მას ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. აშკარაა, რომ სისტემა ბოროტად გამოიყენეს და ეს ბევრ ქვეყანას აღელვებს,“-განაცხადა რიკარდ ჟოზვიაკმა.

ბელგიაში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე ამბობს, რომ ხვალისთვის დაგეგმილი მსჯელობა არის გეგმიური და შეჩერების მექანიზმს არ უკავშირდება. თუმცა ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები.

„თავშესაფრის მოთხოვნა ეს ისეთი რამ არის რისი დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი საქართველოდან. ევროკავშირის ბევრ წევრს ქვეყანას საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად ნეგატიური პასუხით სრულდება.   rustavi2.ge